ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა
2024-11-21 11:11:11

საზოგადოება

საკვალიფიკაციო ტესტირება ვეტერინარიის მიმართულებით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის დიაგნოსტიკა სეროლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო ტესტირება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

“საკვალიფიკაციო ტესტირების ფარგლებში, ლაბორატორიამ მიიღო საგამოცდო პანელი, რომელიც გამოიკვლიეს ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებმა და დაიმსახურეს 100% შეფასება, რაც ადასტურებს, რომ ლაბორატორიას აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია შეუძლია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიები აქტიურად არიან ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობებში. სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და სწავლებებს.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ
ბრიტანეთის საელჩო - თვალ-ყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოვხატავთ
რუსეთი ეჭვმიტანილია შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების აფეთქების მცდელობაში