„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრი - ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება
2024-11-21 11:04:59

მსოფლიო

ღაზაში ომის დასრულებამდე მძევლების გათავისუფლება არ მოხდება,- ამის შესახებ "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.

ალ-ჰაიას თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანასა და შუამავალთან კონტაქტები არსებობს.

"ომის დამთავრების გარეშე პატიმრების (მძევლების) გაცვლა არ მოხდება. თუ აგრესია არ დასრულდება, რატომ უნდა დააბრუნოს პატიმრები (მძევლები) წინააღმდეგობამ, კერძოდ "ჰამასმა"? როგორ შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანმა კოზირი დაკარგოს, რომელსაც იგი ფლობს, როდესაც ომი გრძელდება?

რეალობა ადასტურებს, რომ ის, ვინც მოლაპარაკებებს ძირს უთხრის, ნეთანიაჰუა“ - განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება