ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო
2024-11-20 22:27:51

მსოფლიო

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.

საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ღაზას სექტორში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას.

აღსანიშნვია, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ შეერთებული შტატები იყო.

“ვაშინგტონის პოზიცია ნათელია და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში”,- განაცხადა გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა, რობერტ ვუდმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება