ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს
2024-11-20 13:17:03

პოლიტიკა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში „ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები“, შესაძლოა, 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC-ი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საარჩევნო კომისიის“ წევრის განცხადებით, „არჩევნების“ ჩატარების თარიღი ე.წ. პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

"არჩევნები პრეზიდენტის გადადგომის დღიდან სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და პარლამენტმა იგი 19 ნოემბერს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციით არჩევნები სამი თვის ვადაში, ანუ 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. რადგან აფხაზეთში არჩევნები ყოველთვის შაბათ-კვირას იმართება, ეს შეიძლება შაბათს, 15 თებერვალს ან კვირას, 16 თებერვალს იყოს",- განაცხადა „საარჩევნო კომისიის“ წევრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ნოემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა "პრეზიდენტ", ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება