საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასთან გამართა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
15 ნოემბერს თბილისში გამართული შეხვედრა „ჯვაროსნებმა“ 1:0 მოიგეს და განმეორებითში გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებდა.
მატჩი ხორვატების უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე დიონ ბელიომ ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიბრწყინა, საჯარიმოსთან სიახლოვიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
შესვენების შემდეგ კიდევ სამი გოლი გავიდა. ხორვატები 63-ე წუთზე დიონ ბელიოს პენალტით ისევ დააწინაურდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. 90+1-ე წუთზე მასპინძლები მარინ სოტიჩეკმა კვლავ წინ გაიყვანა. ვინაიდან ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო, დაინიშნა დამატებითი ექსტრა-ტაიმები.
გამარჯვებული ვერც დამატებით დროში გამოვლინდა, პენალტების სერია კი უკეთ საქართველოს ნაკრებმა შეასრულა. მეკარე ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა.
"პირველი არხი"
ავტორი: ექსპრესნიუსი,