თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ღამეს ჭავჭავაძის გამზირზე, კარვებში გაათენებენ.
ადგილზე, სადაც რამდენიმე ათასი მოქალაქე პროტესტის გამოსახატაა შეკრებილი პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და მნიშვნელოვანია ეს მუხტი ყოველდრიურად იქნას შენარჩუნებული.
ამასთან, ადგილზე მონტაჟდება მონიტორები, სადაც აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჩეხეთის ნაკრების მატჩის ყურებას შეძლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,