რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. “კოლექტიურ ნაცმოძრაობას„ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს,- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტელეკომპანია “იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
მისი თქმით, “ამ საკითხზე დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას ელოდება“.
“რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ ნაც. მოძრაობას ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ იმედის გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“,- წერს ჩაკვეტაძე.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),