“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს “იმედს“ და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს.
“ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს“ და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!“,- წერს მდინარაძე.
ტელეკომპანია “იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია “იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),