ცინცაძე - 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
2024-11-19 14:00:44

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე.

"მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც  მესამე კვარტლების ჭრილში არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ასევე დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.

"პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ზოგადად, შრომის ბაზრის ტენდენციების კუთხით თუ შევხედავთ,  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, უფრო მეტად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ ფონზე მცირდება უმუშევრობის დონე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ  პოზიტიურ და ჯანსაღ ტენდენციებს, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით,  პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ეკონომიკური აქტივობის ზრდა ქვეყანაში.

"არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, ამავდროულად, ჩვენი ამოცანა და მიზანია, მომავალ წლებში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რათა  გავაძლიეროთ ის ტენდენციები, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე  საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით,  ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სალომე ზურაბიშვილი- მოვიდა დრო ახალგაზრდებმა, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები - ვიდეო
ზურაბიშვილი - ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე - ვიდეო
ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ