ნორვეგიის პრინცესას შვილი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
2024-11-19 13:27:55

Lifestyle

ნორვეგიის პრინცესას შვილი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 27 წლის მარიუს ბორგ ჰოიბი გუშინ ღამით დააკავეს. მომავალი დედოფლის შვილს უგონო მდგომარეობაში მყოფ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. წინასწარ ეს მოხდა წლის დასაწყისში და 6 ნოემბერს პოლიციამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება.

მედიის ცნობით, ჰოიბი დააკავეს მანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გოგონა, რომელიც პრინცესას შვილის პირველ შემთხვევაში მსხვერპლი იყო. მარიუსს სასამართლოს ბრძანებით აეკრძალა მასთან დაკავშირება. ახლა პოლიცია ჰოიბის აღკვეთის ღონისძიებას ირჩევს. სამეფო ოჯახს ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ