ბათუმში ექიმის, მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის - რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
2024-11-18 17:16:37

რეგიონი

ბათუმში ექიმის, მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის - რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილეებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

"ბატონი რამაზის ცხოვრება და მოღვაწეობა იყო მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. ეწეოდა სამედიცინო, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, აღზარდილი ჰყავს არაერთი თაობა, გახლავთ უამრავი სამეცნიერო ნაშრომისა თუ მონოგრაფიის ავტორი. მეტიც, შეიძლება თამამად ითქვას ბატონი რამაზი აჭარის მედიცინის მემატიანეა, შემოგვინახა და ფურცლებზე გადაიტანა აჭარაში მედიცინის განვითარების ისტორია და მნიშვნელობანი მიღწევები. 1977-1985 წლებში იყო აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. ვაფასებთ მის ღვაწლს",- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძებაზე, ბატონი რამაზის დამსახურებებზე და მიღწევებზე ისაუბრეს მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა. გაიმართა მისი ნაშრომების გამოფენა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში რამაზ სურმანიძე ბერად აღიკვეცა.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება