აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს, ნინო ნიჟარაძესა და ლაშა ქარდავას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
„საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),