ნინო ნიჟარაძე სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას დაესწრო
2024-11-13 17:52:51

რეგიონი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს არსებული პროგრამების ეფექტურობის, მათ შორის აუტიზმის პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრას მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, სამინისტროს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით მიზნობრივ ჯგუფებთან სისტემატიურ შეხვედრებს ვმართავთ. ჩვენი შეხვედრები ინტერაქციულია და მნიშვნელოვანია სპეციალისტებისგან მოვისმინოთ ის მოსაზრებები, რაც უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის არსებულ სერვისებს. ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ჯამში 6 254 360 ლარს გამოყოფს“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წელს ბავშთა რეაბილიტაციის 5 პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპისთვის პროგრამაში ჩართულია 3 072 ბენეფიციარი. მომავალ წელს სამინისტრო ჯამში სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის რეაბილიტაციის 22 920 კურსს დააფინანსებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება