თბილისი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
2024-11-12 20:48:26

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე და „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე   მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრაში  მონაწილეობენ, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეხვედრაზე ეროვნული საფოსტო პოლიტიკის შემუშავებასა და ფორმულირებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენლები და საფოსტო მარეგულირებლები საფოსტო სექტორში  არსებულ საერთაშორისო ტრენდებს და ტენდენციებს განიხილავენ. როგორც შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, მნიშვნელოვანია სიახლეების, ცოდნის და გამოცდილების, არსებული პრაქტიკების გაზიარება, მათ შორის მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია საფოსტო პოლიტიკის შემუშავებასთან და ჩვენს რეგიონში სტრატეგიულ ორიენტირთან.

„ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის მიუხედავად, საფოსტო სფერო ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს ადამიანების დაკავშირებაში და გლობალურ ეკოსისტემაში არსებით ელემენტს წარმოადგენს. ელექტრონულ სისტემებზე მზარდმა მოთხოვნამ, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის გზავნილებზე, საფოსტო სექტორის მნიშვნელოვანი როლი გამოკვეთა,  ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე" -განაცხადა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ.

ღონისძიება მსოფლიოს საფოსტო კავშირის (UPU) 2022-2025 წლების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების რეგიონალური განვითარების გეგმის ფარგლებში იმართება და მასში რეგიონის ქვეყნების საფოსტო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. UPU-ს სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს დიალოგის შესაძლებლობას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, რათა მათ საფოსტო ქსელის დივერსიფიცირებული გამოყენების წახალისებით შეძლონ ეროვნული და რეგიონული საფოსტო პოლიტიკის მიმართულებების შემუშავება და განვითარება. 

ეკა ყუბუსიძის შეფასებით,  UPU-სთან მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თბილისში მისი რეგიონალური წარმომადგენლობის დაფუძნება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ წარმომადგენლობა ყველა ქვეყნის საფოსტო საჭიროებების დაკმაყოფილებით წარმატებით შეასრულებს თავის მანდატს, რეგიონის მასშტაბით გააძლიერებს მსოფლიო საფოსტო კავშირის საქმიანობას, რაც კავშირის წევრებს შორის თანამშრომლობას ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს",- აღნიშნა ყუბუსიძემ.

საქართველო UPU-ს წევრია 1993 წლიდან და მხარს უჭერს ინოვაციური, თავსებადი და მდგრადი საფოსტო სერვისების ხელშეწყობისა და შექნის მიზნებს. საქართველო უკვე ორი თანმიმდევრული ვადითაა არჩეული კავშირის საბჭოებში (CA-სა და POC-ის) წევრად და აქტიურადაა ჩართული გლობალური საფოსტო დღის წესრიგის შექმნის პროცესში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
არასამთავრობოები - „ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს
ლევან დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება