პრეზიდენტი ხვალ EU-ის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება
2024-11-10 13:29:03

სპეციალური ანონსი

ხვალ, 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 11 ნოემბერს, თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა.

როთის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ