რეპერ P Diddy-ს10 და 17 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
2024-10-30 10:05:45

Lifestyle

პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი, ცნობილი როგორც P Diddy-ს წინააღმდეგ, ორი სარჩელით შევიდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ  მან 2000-იანი წლების დასაწყისში, სექსუალური ძალადობა მოახდინა 10 წლის და 17 წლის ბიჭზე.-  ამის შესახებ AP იუწყება.

ერთი სარჩელი რეპერს 2005 წელს ნიუ-იორკში სასტუმროს ნომერში 10 წლის ბიჭზე ნარკოტიკების მოხმარებაში და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მეორე სარჩელი მას 2008 წელს რეალითი შოუს Making the Band-ზე 17 წლის პოტენციურ კონკურსანტზე მსგავს თავდასხმაში ედავება.

სარჩელი ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შევიდა. კომბსის ადვოკატებმა უარყვეს ორი ახალი ბრა;დება და დაადანაშაულეს მოსარჩელეების ადვოკატი ენტონი ბაზბი, რომელიც ასევე წარმოადგენს დაზარალებულებს სხვა წინა სარჩელებში, საჯაროობის ძიებაში.

„ბატონ კომბსს და მის იურიდიულ გუნდს სრული ნდობა აქვთ სასამართლო პროცესის ფაქტებსა და მთლიანობაში. „სიმართლე გაიმარჯვებს სასამართლოში: მისტერ კომბს არასოდეს ჩაუდენია სექსუალური ძალადობა ან ტრეფიკინგი არავისზე, მამაკაცსა თუ ქალზე, ზრდასრულსა თუ არასრულწლოვანზე“, - აცხადებენ ისინი.
P Diddy-ის სასამართლო პროცესი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პაფ დედი 90-იან წლებში, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება და ის სექტემბერში დააკავეს. მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია 120-ზე მეტი კერძო სარჩელი შევიწროების, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის, შანტაჟისა და მუქარის ბრალდებით. მოსარჩელეებიდან 25 იმ დროს არასრულწლოვანი იყო, მათგან ერთი მხოლოდ ცხრა წლის იყო. მოსარჩელეების ადვოკატების თქმით, როდესაც მათი ბრალდების სახელები გახდება ცნობილი, ეს ყველას „შოკში ჩააგდებს“.

P Diddy უარყოფს ყველა ბრალდებას, გარდა 2016 წელს სასტუმროში შეყვარებულის კესი ვენტურას ცემისა, რაც ვიდეოზეა გადაღებული. თავის მხრივ, მისმა ადვოკატმა, სასამართლო პროცესზე კომენტირებისას, თქვა, რომ ყველა აღწერილი საქმე იყო „ურთიერთშეთანხმებით“.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ
არ გამოგრჩეთ „საქართველოს ბანკის“ სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში