თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა
2024-10-11 12:59:23

სამხედრო

ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

"სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში - ROLE2F "დიდგორი მედევაკით" ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენით სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა.  

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წევრები, თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის ევროპის სარდლობის ავიაციის ძალებისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მთავარი ექიმები, თავდაცვის ძალებისა და ლუგარის სახელობის სამედიცინო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცე-პოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა. 

GEOMEDEX 24-ში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. ასეული ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის (OCC E&F) პროცესის სერტიფიცირებისათვის ემზადება. ქვედანაყოფის საწყისი ოპერატიული შესაძლებლობები (IOC) ევროპის მულტინაციონალური სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ ეროვნულ დონეზე დადებითად შეფასდა, ასეული ნატოს საბოლოო ოპერატიული შესაძლებლობების სერტიფიცირებას (FOC) 2025 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაივლის",- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი
BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ბოკუჩავა - 23 ნოემბერს თსუ-სთან შევიკრიბებით იმისთვის, რომ ვარდების რევოლუციის 21-წლისთავი აღვნიშნოთ
არ გამოგრჩეთ „საქართველოს ბანკის“ სუპერ შეთავაზებები Black Friday-ის კვირეულის ფარგლებში