ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა
2024-10-06 15:12:17

საზოგადოება

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო