გუტერეში - 7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები
2024-10-06 12:11:56

მსოფლიო

7 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გუტერეშმა ყველა მძევლის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ახლა მშვიდობის და სამართლიანობის დროა.

"სრულდება ერთი წელი 7 ოქტომბრის საშინელი მოვლენებიდან, როდესაც "ჰამასმა" დაიწყო ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმა ისრაელში, რის შედეგადაც დაიღუპა 1 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. 250-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და გადაიყვანეს ღაზაში, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი.

ეს არის დღე, როდესაც მსოფლიომ ყველაზე ხმამაღლა უნდა დაგმოს "ჰამასის" ამაზრზენი ქმედებები. კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულს და მათ ახლობლებს", - განაცხადა გუტერეშმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე