შუახევში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა 2024“ გაიმართა
2024-10-06 11:21:00

რეგიონი

შუახევში, სახალხო დღესასწაული "შუახევობა 2024" გაიმართა.

სახალხო ზეიმი დამსწრე საზოგადოებას, შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მიულოცეს.

დღის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობები. წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა.

მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, რძის პროდუქტების, სოფლის მეურნეობის ნობათის გამოფენა-გაყიდვა და აჭარული კერძების დაგემოვნება.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლები, გოგონათა ბენდი ,,117“, ხელოვნების სკოლის გუნდი, სალოტბარო სკოლის  მოსწავლეები და მოწვეული მომღერლები. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები.

დღესასწაულის ოფიციალურ ნაწილში დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. წელს ეს წოდება 12 მოქალაქეს მიენიჭა. 

ღონისძიების ძირითადი გზავნილია,  ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის, ტურიზმისა და კულტურის განვითარება.

ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე