საბა ქარდავამ ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
2024-10-05 18:52:24

სპორტი

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, საბა ქარდავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯუდოს დღიურები“ ავრცელებს.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში არსენ კაჟაევი იყო.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია.

შეგახსენებთ,  გუშინ, 4 ოქტომბერს ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია. დღეს კი, საბა ქარდავა ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა [ვიდეო]
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ლიდერობს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში
ვილნიუსში საცხოვრებელ კორპუსთან DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა
საია - თუ პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის კონსტიტუციას და რეგლამენტს დაარღვევს