სირიის პრეზიდენტი - ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელისთვის გაკვეთილი იყო
2024-10-05 18:22:34

მსოფლიო

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელისთვის გაკვეთილი იყო.

ამის შესახებ ალ-ასიდმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას.

მანამდე კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე