კორძაია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი და გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა
2024-10-05 15:57:42

პოლიტიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია „მთავარი არხის,“ „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი და გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა.

კორძაიას თქმით, “კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი ამ ქვეყანაში, იმიტომ გახდა, რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება იყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავს ესხმის.

“ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები უნდა განათავსონ სატელევიზიო რეკლამის სახით, რაზეც ტელევიზიებმა წინასწარ გაუგზავნეს კითხვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჩაესვათ თუ არა და კომისია ავალებს, რომ ჩასვან ეს რეკლამა. კომისია არის გამოხატვის თავისუფლების ჯალათი ამ ქვეყანაში და არა დამცველი“,- განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას ხელი შეუწყონ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე