ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას
2024-10-05 12:49:08

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას.

ამის შესახებ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მას ირანთან დაკავშირებით  აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, ისრაელის ადგილზე რომ ყოფილიყო, ირანის ნავთობსაბადოებზე დარტყმების ნაცვლად სხვა ალტერნატივებზეც დაფიქრდებოდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო