ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას
2024-10-05 10:57:57

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.

ბაიდენის თქმით, ისრაელი არ აპირებს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, ისრაელის ადგილზე რომ ყოფილიყო, ირანის ნავთობსაბადოებზე დარტყმების ნაცვლად სხვა ალტერნატივებზეც დაფიქრდებოდა.

“ვვარაუდობ, რომ როდესაც ისინი შეაფასებენ, თუ როგორი რეაგირება ექნებათ, დისკუსიას შემდეგ გავმართავთ“,- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე