„ჰეზბოლას“ ჯანდაცვა - ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა
2024-10-05 10:22:28

მსოფლიო

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, 7 პირი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, 4 კი სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს.

როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, მათ იერიში ბეირუთის გარეუბანში, “ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე