ბაიდენი - აშშ-ში არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი
2024-10-05 10:00:12

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებული არ არის, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ამის მიზეზი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამონათქვამებია.

“დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი. ის, რაც ტრამპმა თქვა და ის, რაც მან წინა ჯერზე განაცხადა, როდესაც არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ძალიან სახიფათო იყო“,- აღნიშნა ბაიდენმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე