ლავროვი - იმედი გვაქვს, რომ დოკუმენტები, რომლებზეც აფხაზურ მხარესთან მუშაობა მიმდინარეობს, დროულად იქნება შეთანხმებული
2024-10-04 19:24:15

პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შორის შეხვედრა გაიმართა.

ლავროვმა შამბას, აფხაზეთის "გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა.

"გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შეთანხმებების შესაბამისად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში",- განაცხადა ლავროვმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო