რუსეთის ძალებმა ხერსონი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს - არის მსხვერპლი
2024-10-04 18:17:31

ომი უკრაინაში

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ხერსონის საოლქო პროკურატურაშიც აცხადებენ, რუსეთის დაბომბვას 75 წლის ქალი ემსხვერპლა.

"ხერსონის ოლქის პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე", - ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი