რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
2024-10-04 17:47:01

პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

როგორც მედია იტყობინება, "საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა".

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქე რატი ბურუდლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორისაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენა, სამართალდამცავის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ხელისუფლების მოხელის მიმართ ძალადობის გამოყენება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ქონების განზრახ განადგურება და დაზიანება",- აღნიშნულია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

როგორც კომიტეტში ამბობენ, "ბრალდებულის და მისი თანამზრახველების ადგილსამყოფელი დგინდება".


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი