IDF - ლიბან-სირიის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი განადგურებულია
2024-10-04 16:54:41

მსოფლიო

ჩვენმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, აღნიშნულ გვირაბს "ჰეზბოლა" ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.

მათივე ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო