The Telegraph - ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს
2024-10-04 16:24:53

მსოფლიო

"ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა დროებით საიდუმლო ადგილას დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი დაჯგუფების წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაჯგუფების წევრის თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო შიშით, რომ ისრაელისთვის დაკრძალვის ცერემონია ახალი სამიზნე არ გამხდარიყო.

"ჰასან ნასრალა დროებით დაკრძალეს მანამ, სანამ გარემოებები არ მოგვეცემს საშუალებას, რომ საჯარო დაკრძალვის ცერემონია ჩავატაროთ",- აცხადებს დაჯგუფების წევრი.

შეგახსენებთ, "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა. ნასრალა დაჯგუფებას 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე