შემოსავლების სამსახური - აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული
2024-10-04 16:31:53

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი. 

ამასთან, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ  მონაცემები.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული.

https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574

აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - "დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა".

თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე https://www.rs.ge/

მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება https://videocall.rs.ge/

ვებგვერდის საშუალებით.

ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://videocall.rs.ge/",- ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო