ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
2024-10-04 15:51:12

სპორტი

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ჩინელ ძიუდოისტს, ჯიანან ვანგის იპონით სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა საფინალო შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჯავახიშვილმა მომგებიანი გდება შეასრულა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა [ვიდეო]
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ლიდერობს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში
ვილნიუსში საცხოვრებელ კორპუსთან DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა
საია - თუ პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის კონსტიტუციას და რეგლამენტს დაარღვევს