ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო
2024-10-04 15:27:20

მსოფლიო

უმრავლესობის არქონის მიუხედავად, ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

შედეგად ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტის დროს მაღალ ტარიფს გადაიხდიან.

მედიის ცნობით, ინიციატივას მხარი 10 ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები.

"ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 12-მა სახელმწიფომ. ეს ქვეყნებია: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და ფინეთი",- წერს მედია.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი