ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2024“ გაიხსნა
2024-10-04 15:11:54

რეგიონი

რიგით მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, დღეს სასტუმრო შერატონ ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა. 

ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სამედიცინო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

"ბათუმი მეშვიდედ მასპინძლობს ამ დიდ კონგრესს -  ჯეოანესთეზიას, რომელშიც საერთაშორისო დონის ექსპერტები ღებულობენ მონაწილეობას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგებისთვის, რადგან აქ ხდება ინოვაციებისა და უახლეს კვლევებზე დაყრდნობილი ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარება. წელს კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან საექთნო მომსახურების და ამ მიმართულებით სიახლეების გაზიარების კომპონენტიც დაემატა, შესაბამისად ექთნებს  საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ყველა დელეგატს ვუსურვებ წარმატებას“,- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 

ორი დღის განმავლობაში გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს.

წლევანდელი სამეცნიერო-პრაქტიკული პროგრამა მოიცავს სამ მიმართულებას, როგორიცაა: ანესთეზილოგია-რეანიმატოლოგიის და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები; პედიატრიის, გადაუდებელი მედიცინის სფეროში დასაქმებული მედდების პრობლემები; მესამე - რადიოლოგიური მიმართულება, რომელიც წლევანდელი ჯეოანესთეზიის ინოვაციაა.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.






ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე