ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება
2024-10-04 14:49:05

პოლიტიკა

2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას" გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით და ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება",- ამბობს ლავროვი.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "აქტიურად ურთიერთობენ".

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც",- აღნიშნა ლავროვმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი