ორბანი - ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას
2024-10-04 14:30:11

მსოფლიო

ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ამის მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფის 45%-მდე გაზრდის საკითხია, რაზეც კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.

"რასაც ისინი ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ, ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი",- განაცხადა ორბანმა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, უნგრეთს არ უნდა, რომელიმე ეკონომიკურ ბლოკს შორის იყოს და ქვეყანას ორივე მხარესთან ვაჭრობა სურს.

მისივე თქმით, ჩინური ელექტრომობილების ბატარეების ქარხანა უნგრეთში მდებარეობს და ამის ფონზე მის ქვეყანას სურს, გააგრძელოს ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი