აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელზე თავდასხმა სრულიად კანონიერი იყო, ეს მისი დანაშაულებისთვის მინიმალური სასჯელია
2024-10-04 14:29:18

მსოფლიო

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 1-ელ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს “სრულიად კანონიერია“.

ხამენეის თქმით, “ისრაელისთვის ეს მინიმალური სასჯელია“.

ირანის სულიერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თეირანი ისრაელის წინააღმდეგ ძალითა და სიმტკიცით იმოქმედებს - "ირანი არ იყოყმანებს, საკითხს შემდეგისთვის არ გადადებს“.

როგორც ხამენეიმ განაცხადა, ირანს, ლიბანსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებს ერთი მტერი ჰყავთ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი