მდინარაძე - მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, „ნაცმოძრაობისგან“ გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს
2024-10-04 13:59:39

პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, "ნაცმოძრაობისგან" გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს.

"მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!" - წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი