ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
2024-10-04 12:52:21

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

სამინსტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 

“როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, კაკლოვანი კულტურების, წვენების, ბოსტნეულის წვენების და მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა.

საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი
„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე