დანიგანი - იმედი მაქვს, ქართველები უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, ამომრჩევლის ინტერესებს დაიცავენ
2024-10-04 12:40:55

პოლიტიკა

მე იმედი მაქვს, რომ ქართველები უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს.

როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია.

"არჩევნების დროს ბევრი საუბარია პოლიტიკური პარტიების შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში არის ამომრჩეველი და ამიტომ, ქართველებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია. 

ამიტომ, შეერთებული შტატების დიდი სურვილია, რომ ქართველები წავიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, იცოდნენ, რომ პროცესი არის არის ფარული და დაცული, რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, წარმოადგენენ იმას, რაც მათ სურთ. 

მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს",- აცხადებს დანიგანი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი