რუსეთში 2 ნავთობბაზა იწვის [ვიდეო]
2024-10-04 10:27:56

ომი უკრაინაში

რუსეთში, ვორონეჟიეს ოლქში, ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ავრცელებს.

გუსევის განცხადებით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების მოიგერიების დროს ერთ-ერთი, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

"ვორონეჟის ოლქის, ანინსკის რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ, რომელთაგან ერთი ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ცარიელ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის რეჟიმი ნარჩუნდება“,- განაცხადა გუსევმა.

კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში 10 ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.






ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი