„დიდი შვიდეული“ - მკაცრად ვგმობთ ირანის პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რაც რეგიონულ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის
2024-10-04 09:45:26

მსოფლიო

მკაცრად ვგმობთ ირანის პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რაც რეგიონულ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის,- ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც “დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ავრცელებენ.

“დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ერთგულებას გამოხატავენ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და გმობენ “ირანის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მთელს ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებებისა და შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით“.

“თავდასხმებისა და საპასუხო ქმედებების საშიში ციკლი ქმნის უკონტროლო ესკალაციის რისკს ახლო აღმოსავლეთში, რაც არავის ინტერესებშია. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა რეგიონულ მოთამაშეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავშეკავებით“,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი