კალაძე - ჩვენ არც ურთიერთობა გვეშლება და არც მეგობრობა, თუმცა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა პრინციპულად მნიშვნელოვანია
2024-10-03 21:30:35

პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება. 

"დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა.

ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ - ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბროთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია",- განაცხადა თბილისის მერმა. 


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი