სიიარტო - ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, დამაზიანებელი და საშიშია
2024-10-03 20:16:36

მსოფლიო

ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, დამაზიანებელი და საშიშია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით უნგრეთი ევროკომისიის შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას.

"ყველა თვალსაზრისით, ევროკომისიის შეთავაზება, დაუწესოს ტარიფები ჩინეთის საავტომობილო მრეწველობას, არის დამაზიანებელი და ძალიან საშიში. ამ მიზეზით, უნგრეთი მტკიცე პოზიციას იკავებს და ხვალ აღნიშნული შეთავაზების წინააღმდეგ მისცემს ხმას", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი