ფიცო - ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ფედერაცია, რუსეთის ფედერაციას სჭირდება ევროკავშირი
2024-10-03 19:41:40

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს სურს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა უკრაინაში სრულმასშტაბური ომის დასრულების შემდეგ.

როგორც ფიცომ აღნიშნა, თუ ომი უკრაინაში „მისი ხელისუფლების მანდატის პერიოდში დასრულდება“, ანუ 2027 წლამდე, „ყველაფერს გავაკეთებ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად“.

„ევროკავშირს სჭირდება რუსეთის ფედერაცია, რუსეთის ფედერაციას სჭირდება ევროკავშირი, ჩვენ დიდად ვიზრუნებთ უკრაინასთან მეგობრულ ურთიერთობებზე“, - განაცხადა ფიცომ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი