გიორგი ზვიადაძე - მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის
2024-10-03 16:49:23

საზოგადოება

მეუფე იაკობის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საპატრიარქოს ორგანიზებული არ არის,- ამის შესახებ პროპტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც ზვიადაძე ამბობს, აღნიშნულ საკითხს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები არკვევენ. 

"ეს საპატრიარქოდან არ არის ორგანიზებული. არკვევენ ახლა, ალბათ, დაუკავშირდებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები",- განაცხადა ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 3 ოქტომბერს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი