ზელენსკი - ნატოს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში შეუძლია, თუმცა ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის
2024-10-03 16:23:42

ომი უკრაინაში

ნატოს დრონებისა და რაკეტების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში შეუძლია, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში ხდება, თუმცა მოკავშირეებს შორის ამ საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატოს ახალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მოლოდინი, რომ ალიანსის ქვეყნები პოზიციას უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებით შეცვლიან.

"ჩვენ დღეს ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე და მეზობლებთან ურთიერთქმედებაზე. ჩვენ ვხედავთ, კერძოდ, როგორ ხერხდება ახლო აღმოსავლეთში ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოკავშირეების ერთიანობის წყალობით.

ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული "შაჰიდების" ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსულ და ირანულ რეჟიმებს. პარტნიორების მეტი გადაწყვეტილება ჩვენს რეგიონში. ეს არის ის, რაც საჭიროა რუსული ტერორის დასასრულებლად. მომავალშიც გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს პრინციპულ განსხვავებას ისრაელისა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას შორის.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი