მდინარაძე - მოვუწოდებ კობახიძეს, მოუწოდოს კუპრაშვილს, აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი არ მიანიჭოს
2024-10-03 14:58:40

პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

მდინარაძე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს, რომ "საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი არ მიანიჭოს".

"ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი